ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია - კვირის პალიტრა

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. მათ მოსანახულებლად საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მიემგზავრება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

"ინტერპრესნიუსი"