ახმეტაში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - დაკავებული ყოფილი პოლიციელია - კვირის პალიტრა

ახმეტაში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - დაკავებული ყოფილი პოლიციელია

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახმეტაში 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი, თუმცა მისი საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო. შემთხვევას წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, ჩხრეკის დროს ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული იარაღი და სხვა ცეცხლსასროლი იარაღები.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დ 236-ე მუხლით მიმდინარეობს.