როდის დაიდება საბოლოო დასკვნა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე?
31-08-2018
როდის დაიდება საბოლოო დასკვნა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე?
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართება და 5 სექტემბერს კომისია საბოლოო დასკვნას მიიღებს, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომები გაიმართება 1-ელ, 2, 3 და 4 სექტემბერს, ხოლო 5 სექტემბერს დასკვნას და რეკომენდაციებს უყრიან კენჭს.

"მუშაობის გრაფიკი იქნება ფორსირებული, რადგან საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია წარმოდგენილი. სხდომები დაიწყება ხვალ და გაგრძელდება 5 სექტემბრამდე. ხოლო 5 სექტემბერს პროექტს ვუყრით კენჭს. ამის შემდეგ
მომდევნო პლენარულ სხდომაზე მოხდება დასკვნის წარდგენა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, "ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილი პროექტი ეყრდნობა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც გამოვლინდა კომისიის სხსომების და მასალების შესწავლის დროს.

სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ხვალიდან სხდომები საჯარო იქნება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები