როდის დაიდება საბოლოო დასკვნა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე? - კვირის პალიტრა

როდის დაიდება საბოლოო დასკვნა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე?

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართება და 5 სექტემბერს კომისია საბოლოო დასკვნას მიიღებს, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომები გაიმართება 1-ელ, 2, 3 და 4 სექტემბერს, ხოლო 5 სექტემბერს დასკვნას და რეკომენდაციებს უყრიან კენჭს.

"მუშაობის გრაფიკი იქნება ფორსირებული, რადგან საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია წარმოდგენილი. სხდომები დაიწყება ხვალ და გაგრძელდება 5 სექტემბრამდე. ხოლო 5 სექტემბერს პროექტს ვუყრით კენჭს. ამის შემდეგ მომდევნო პლენარულ სხდომაზე მოხდება დასკვნის წარდგენა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, "ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილი პროექტი ეყრდნობა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც გამოვლინდა კომისიის სხსომების და მასალების შესწავლის დროს.

სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ხვალიდან სხდომები საჯარო იქნება.

"ინტერპრესნიუსი"