დეა გოშხეთელიანის ყოფილ მეუღლეს პატიმრობა შეეფარდა
01-09-2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "გოშხეთელიანი-ბაკურაძის" საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის თქმით, რვა თვე, რომელიც ბაკურაძემ პატიმრობაში უკვე გაატარა, სასჯელს მოაკლდება.

გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება.

პროცესს არ ესწრებოდა დეა გოშხეთელიანი.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. მეუღლეზე ძალადობაში
ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით