"ეროვნული ერთობის" ლიდერ გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა - კვირის პალიტრა

"ეროვნული ერთობის" ლიდერ გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"ეროვნული ერთობის" ლიდერ გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.