"მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ან..." - რა წერია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში? - კვირის პალიტრა

"მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ან..." - რა წერია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში?

ფოტოზე: ბრალდებული მირზა სუბელიანი სასამართლო დარბაზში

მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ ნათქვამია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა შეიმუშავეს.

დასკვნის ავტორები მიუთითებენ მთელ რიგ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც მათი აზრით, უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არ ჩატარდა.

"კომისიამ შეისწავლა, თუ რამდენად იკვეთებოდა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების პროცესში. ამ მიზნით კომისიამ გამოიკვლია მირზა სუბელიანის შვილის და მისი დეიდაშვილის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები. მირზა სუველიანის შვილის ა. ს.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ა.ს-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატადა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში - ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება", - ნათქვამია დასკვნაში.

"ინტერპრესნიუსი"