"ბინაში შესვლისას გიორგი ჭელიძე შევარდა საპირფარეშოში, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას"
03-09-2018
"ბინაში შესვლისას გიორგი ჭელიძე შევარდა საპირფარეშოში, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას"
ბინაში შესვლისას ბრალდებული შევარდა საპირფარეშოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას,- ამის შესახებ "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სახელმწიფო ბრალდებამ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის დასაბუთებისას ჭელიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება მოიყვანა მაგალითად და ამის ფონზე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზე ისაუბრა.

"როდესაც პოლიცია მივიდა გიორგი ჭელიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას, თუმცა
ვერ მოახერხა. ამასთან, გიორგი ჭელიძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს საქმეზე სასამართლოში მოწმედ დასაკითხ პირებთან და არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რათა მათ ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება მისცენ", - განაცხადა პროკურორმა.

როგორც ცნობილია, სასამართლო "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით