გიორგი ჭელიძე: "ბერიაც რომ დაბრუნდეს და მანქანის ფარების შუქზე დახვრეტა ისევ იყოს, ვერ გამაჩერებენ"
03-09-2018
გიორგი ჭელიძე: "ბერიაც რომ დაბრუნდეს და მანქანის ფარების შუქზე დახვრეტა ისევ იყოს, ვერ გამაჩერებენ"
"ეროვნული ერთობის" ლიდერი გიორგი ჭელიძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. როგორც ჭელიძემ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, მისი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა და საზოგადოებას ამ ორგანიზაციის იდეოლოგია გააცნო.

ჭელიძემ აღნიშნა, რომ ის პოლიციას უსაფუძლოდ რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. ამასთან, ჭელიძის თქმით, წინა წლის ოქტომბერს ის სასტიკად სცემეს, რაზეც რეაგირება არ მომხდარა.

"ეს პირდაპირ ჩემი გაჩუმების მცდელობაა. ამ ვაზნებზე ექსპერტიზა ჩატარდა და ჩემი ბიოლოგიური მასალა, არც ჩემი დნმ
-ი არ ამოვიდა - 10 ვაზნიდან არცერთ ვაზნაზე. არცერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემს მიმართ სროლაც განხორციელებულიყო...
37 წელი რომ
დაბრუნდეს, ბერია რომ დაბრუნდეს და მანქანის ფარების შუქზე რომ დახვრეტა იყოს ისევ, ვერ გამაჩერებენ და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და არა ნარკომანების, ცისფერების და ა.შ.", - განაცხადა გიორგი ჭელიძემ.

როგორც ცნობილია, სასამართლო "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები