საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო დაგორდა და სამხედროს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
04-09-2018
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო დაგორდა და სამხედროს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომელიც საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით იყო გაჩერებული, დაგორდა და სამხედრო პირს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრაობდა და მას საქართველოს მოქალაქე მართავდა.

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა და სატრანსპორტო საშუალება დაღმართზე ამის გამო დაგორდა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები