ვინ არის "წითელ ხიდზე" დაგორებული სატვირთოს დაჯახების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო?
04-09-2018
ვინ არის "წითელ ხიდზე" დაგორებული სატვირთოს დაჯახების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო?
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის "წითელი ხიდის" გამშვებ პუნქტზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი აზერბაიჯანელი მესაზღვრეა.

"საზღვრის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე შემოწმებისთვის გაჩერებული იყო სატვირთო მანქანა. მაშინ, როდესაც სატვირთო მანქანის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, რათა შემოწმებისთვის საბუთები წარედგინა, მანქანის სამუხრუჭე სისტემაში პრობლემა შეიქმნა, რის შედეგადაც მანქანამ მოძრაობა დაიწყო და დაგორდა. შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა, რომელიც სატვირთო მანქანის წინ იდგა", - ნათქვამია აზერბაიჯანის
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა მიღებული დაზიანებებისგან. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას საქართველოს მოქალაქე მართავდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები