"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევის გამო, სამი რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს - კვირის პალიტრა

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევის გამო, სამი რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბოდრიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.