"დაბლა ეგდო ბავშვი, რომელიც მანამდე ჩასარიცხ აპარატთან იდგა" - აფეთქებას ფოთში ადამიანი ემსხვერპლა
05-09-2018
"დაბლა ეგდო ბავშვი, რომელიც მანამდე ჩასარიცხ აპარატთან იდგა" - აფეთქებას ფოთში ადამიანი ემსხვერპლა
ფოთში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი ადამიანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე.

რა მოწყომობილობ აფეთქდა, ჯერჯერობით უცნობია.

თვითმხილველის ინფორმაციით, ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც
ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი აცხადებს, აფეთქების შემდეგ, როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა, დაინახა, რომ "ქვემოთ ეგდო ბავშვი, რომელიც იქვე ჩასარიცხ აპარატთან იდგა".

"მაღაზიაში რაღაცები შეიძინეს და გამოვიდნენ, დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში სვამდნენ. არ ხმაურობდნენ, წყნარად იყვნენ და უცებ გასროლის ხმა გაისმა. სულ 4 ადამიანი იყო", - განაცხადა მაღაზიის
თანამშრომელმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის საქმის ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო.

236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით