მოსკოველი ბიზნესმენი დაჭრა და მიიმალა - ე.წ. კანონიერ ქურდს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

მოსკოველი ბიზნესმენი დაჭრა და მიიმალა - ე.წ. კანონიერ ქურდს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი ("გოგა ფოთისკი") მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 8 ივნისს მოსკოველ ბიზნესმენთან, ალექსანდრე ხარჩენკოსთან შელაპარაკების დროს გუგუშვილმა მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ბიზნესმენი რამდენიმე საათის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოთხი წლის განმავლობაში ძებნაში მყოფი გუგუშვილი 2018 წლის მარტში დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"