13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამინაცვალი დააკავეს - კვირის პალიტრა

13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამინაცვალი დააკავეს

13 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის 51 წლის მამინაცვალი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა.

13 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით აწარმოებს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.