ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა
05-09-2018
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. "ქართული ოცნების"  დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში "ქართული ოცნების" უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით