წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება კიდევ ერთხელ სცადეს - კვირის პალიტრა

წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება კიდევ ერთხელ სცადეს

წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღება კიდევ ერთხელ სცადეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ბანკის ფილიალში გუშინ შეიჭრა, თუმცა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის ადგილზევე დააკავეს და მან თანხის წაღება ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით გულისხმობს.

როგორც ცნობილია, მომხდარი „საქართველოს ბანკის“ წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.