ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა - კვირის პალიტრა

ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა

ფოტოზე: თამარ გამრეკელაშვილი

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა. სხდომების დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა.

პროკურორ გიორგი შაიშმელაშვილის განმარტებით, მოცემული საქმე სენსიტიურია, ეხება ოჯახურ დანაშაულს და შესაბამისად, სასამართლოზე პირადი ინფორმაციები გაჟღერდება. აქედან გამომდინარე, პროკურორმა ყველა სასამართლო პროცესის დახურვა იშუამდგომლა.

სახელმწიფო ბრალდების აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე და ბრალდებულებიც ვეფხია ბაქრაძე და თემურ ბაქრაძეც დაეთნხმნენ.

ვეფხია ბაქრაძე

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"