"მინდა შევახსენო მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება, რომ ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ" - კვირის პალიტრა

"მინდა შევახსენო მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება, რომ ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ"

მინდა შევახსენო მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება, რომ ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ, - ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ დასკვნას.

სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიღებული დასკვნა სამარცხვინოა, რის გამოც აქციების გამართვას გეგმავს.

"საგამოძიებო კომისია, შსს და პროკურატურა არ არის ერთი უწყება. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, რას ელოდებიან? პრესტიჟზე საუბრობენ?! ეს მინდა შევახსენო თავად მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება - ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ", - აღნიშნა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.

67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

"ქართული ოცნების" დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში "ქართული ოცნების" უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

"ინტერპრესნიუსი"