"შვილის მკვლელია ეგ" - რა მოხდა ბარნოვზე მოკლული გოგოს დედასა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის?
06-09-2018
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოს ფოიეში მცირე ინციდენტი მოხდა.

ნათია გაბოძე ლიკა ბაქრაძეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ბრალდებულის შვილმა გამრეკელაშვილის სიკვდილში ნათია გაბოძეც დაადანაშაულა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც მანდატურებმა მოკლულის დედა სასამართლოს ფოიედან გაიყვანეს.

"მე უბრალოდ ის ვუთხარი, მეც მომკალით თაკოსთან ერთად-მეთქი. შვილის მკვლელია ეგ. მისი ბრალი რომ არის ეს ყველაფერი ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებს თავის თავს?
ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო", - განუცხადა ჟირნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები