თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
06-09-2018
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თბილისში, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით, ის ფეხის არეშია დაჭრილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 119-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით