"დედამ უთხრა, არ მომკლაო" - საზარელი მკვლელობის უმძიმესი დეტალები - კვირის პალიტრა

"დედამ უთხრა, არ მომკლაო" - საზარელი მკვლელობის უმძიმესი დეტალები

ა.წ. 13 აპრილს, საღამოს, საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში - ბარნოვის ქუჩაზე მისულ სამართალდამცავებს ბინაში უმძიმესი სურათი დახვდათ - 3 და 6 წლის პატარები საზარელი ტრაგედიის თვითმხილველი გახდნენ. ბავშვების 25 წლის დედას - თამარ გამრეკელაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ოთახი სისხლით იყო მორწყული, ბავშვებსაც სხეულზე სისხლის კვალი ეტყობოდათ. დანაშაულის გახსნა სამართალდამცავებს არ გასჭირვებიათ - მოკლულის მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძე თავად ცოლმა ამხილა. როგორც ირკვევა, შვილის მოსაკითხად ნათელა გაბოძემ ტელეფონზე დარეკა, ყურმილი კი მისმა ქმარმა აიღო და კითხვაზე: სად არის თაკო, - უპასუხა, მიწაშიო.

ვეფხვია ბაქრაძე მეორე დღეს თელეთში, მამიდაშვილის სახლში დააკავეს. დამნაშავეს ეძინა, როცა თავზე პოლიცია დაადგა. ბაქრაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამ საზარელი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში უკვე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალის მკვლელობას აღიარებს, მაგრამ უარყოფს, რომ თამარ გამრეკელაშვილი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.

თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე კი ამტკიცებს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილი ბავშვების თვალწინ მოკლა და ბავშვების დაწვასაც აპირებდა.

როგორც გაბოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამის დამტკიცებას სასამართლოშიც აპირებს. მოკლულის დედის თქმით, ყველას შეეწინააღმდეგება, ვინც იტყვის, რომ ბაქრაძეს მისი შვილი ბავშვების თვალწინ არ მოუკლავს.

"ბავშვები ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენას რა თქმა უნდა. მაგის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. მაგაზე მოვთხოვ აუცილებლად პასუხს. სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ ნებისმიერს, ვინც დამისვამს კითხვას

- იყვნენ თუ არა იქ ბავშვები. ბავშვებმა თავისი თვალით უყურეს ყველაფერს და მათი თვალიდან არ ამოდის ეს ყველაფერი. ბენზინიც ჰქონდა სახლში და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ტანსაცმელი იყო ბენზინიანი და ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს", - განაცხადა ნათია გაბოძემ.

"რუსთავი 2"- მა გაავრცელა ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხული თამარ გამრეელაშვილის 6 წლის ვაჟის ჩვენების ფრაგმენტები. ბავშვი ყვება, რომ ვეფხია ბაქრაძემ მას და მის 3 წლის ძმას აყურებინა მკვლელობა. "დედამ უთხრა, არ მომკლაო", - ამბობს ჩვენებაში 6 წლის ბიჭუნა, რომელიც  დეტალურად აღწერა, თუ როგორ გამოჭრა ყელი დედას ვეფხია ბარქაძემ, მეტიც, ის ყვება, რომ ბაქრაძე აუძულებდა დედისთვის დანა დაერტყა... იხილეთ ასევე: "დედამ უთხრა, არ მომკლაო" - საზარელი მკვლელობის უმძიმესი დეტალები

იხილეთ ვიდეო