"კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე და დანით დაჭრა"
07-09-2018
"კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე და დანით დაჭრა"
ფოტოზე: დავით ტორიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის დავით ტორიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა­სა და გა­სა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ქ. (ნი­კო­ლოზ ქის­ტა­უ­რი) დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

საქმე ეხება 2017 წლის 29 დეკემბერს, თბილ
ისში მომხდარ მკვლელობას. სწორედ ამ დღეს გაუჩინარდა დათო ტორიაშვილი. 10-დღიანი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ის სადისტურად იყო მოკლული. სამართალდამცავებმა დავით ტორიაშვილის ცხედარი ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე იპოვეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 29 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ­მა ნ.ქ.-მ, მას­თან სახ­ლში მყოფ დ.ტ.-ს (და­ვით ტო­რი­აშ­ვი­ლი) ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან, რო­მე­ლიც მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ
შე­ი­ძი­ნა და ინა­ხავ­და, ორ­ჯერ ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი სა­ხი­სა და კის­რის არე­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­უს­ვა დანა.

"მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად დ.ტ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ნ.ქ.-მ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დ.ტ.-ს გვა­მი მდი­ნა­რე მტკვარ­თან არ­სე­ბულ ხევ­ში გა­და­აგ­დო. იმა­ვე სა­ღა­მოს მან ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მე­გობ­რებს უამ­ბო, შემ­დეგ კი მათ­თან ერ­თად დაბ­რუნ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და გ.ი.-ს დახ­მა­რე­ბით გვა­მი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დო.

2018 წლის იან­ვრის და­სა­წყის­ში, ნ.ქ.-მ მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - ორ­ლუ­ლი­ა­ნი გა­დაჭ­რი­ლი თოფი გ.ი.-ს სახ­ლში მი­უ­ტა­ნა და შე­სა­ნა­ხად გა­დას­ცა, სა­ი­და­ნაც ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. იმ საბედისწერო დღეს დათო ტორიაშვილი ორთაჭალაში, წითლანაძის 19 ნომერში სტუმრად მივიდა. სწორედ იქ ჰქონდა ქისტაურს ნაქირავები ბინა. იქ სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. (იხილეთ სრულად)

მახო
07 სექტემბერი 2018 20:40
რა 15 წელიწადი, როგორც მაგან მოკლა ახალგაზრდა კაცი ეგრევე უნდა დაისაჯოს ეგ არსება,სანამ სიკვდილით დასჯა არ აღსდგება ასე წიწილებივით დახოცავენ კიდევ............
irakli
07 სექტემბერი 2018 18:24
მეორე კაცი მოკლა და 15 წელზე მეტს არ აძლევენ სასაცილოა ჩვენი სასამართლო .

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები