ძმამ და მოკლა - რა მოხდა ქობულეთში? - კვირის პალიტრა

ძმამ და მოკლა - რა მოხდა ქობულეთში?

ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში ძმამ და მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, არასრულწლოვანმა ძმამ სავარაუდოდ, სანადირო იარაღიდან შემთხვევით გასროლის შედეგად და მოკლა. გოგონაც არასრულწლოვანი იყო.

მომხდართან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლiს კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.