რამდენწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ავთანდილ ხურციძეს ? - კვირის პალიტრა

რამდენწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ავთანდილ ხურციძეს ?

ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე Yahoo Sports-ის ჟურნალისტი დენ ვეტცელი წერს.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის ივლისში,15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"