ქობულეთში უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ძმა პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდა
ქობულეთში უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ძმა პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდა
ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანი ძმა პოლიციაში გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მათ პოლიციის შენობა დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა ძმის მიერ, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მეორე ვერსიით კი, გოგონას სანადირო თოფი სიმაღლიდან გადმოუვარდა და გასროლა ამ შემთხვევაში მოხდა.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების გამოკითხვა გვიანობამდე გრძელდებოდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით
მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
12-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
12-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები