ქობულეთში უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ძმა პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდა - კვირის პალიტრა

ქობულეთში უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ძმა პოლიციაში გვიან ღამემდე იკითხებოდა

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის გოგონას ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანი ძმა პოლიციაში გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მათ პოლიციის შენობა დატოვეს.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა ძმის მიერ, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მეორე ვერსიით კი, გოგონას სანადირო თოფი სიმაღლიდან გადმოუვარდა და გასროლა ამ შემთხვევაში მოხდა.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების გამოკითხვა გვიანობამდე გრძელდებოდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"