"კანაფის" დათესვა-მოყვანისა და მარიხუანას უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებულ პატრულს პატიმრობა შეეფარდა
"კანაფის" დათესვა-მოყვანისა და მარიხუანას უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებულ პატრულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გ.ტ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, როდესაც ის შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დააკავა.

"სამართალდამცველებმა გ.ტ. 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ეზოდან ამოღებული იქნა მის
მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თოთხმეტი ძირი - 3197,95 გრ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე "კანაფი" და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 574,19 გრ. გამომშრალი "მარიხუანა".

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) და 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. გ.ტ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები