დაღუპული მძღოლი და დაშავებული დედა-შვილი - ავარია დუშეთში - კვირის პალიტრა

დაღუპული მძღოლი და დაშავებული დედა-შვილი - ავარია დუშეთში

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, ხოლო დედა და მცირეწლოვანი შვილი დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"