"გოგო შემიყვარდა და ბოროტი განზრახვა არ მქონია. სიყვარულისთვის სჯიან?"
"გოგო შემიყვარდა და ბოროტი განზრახვა არ მქონია. სიყვარულისთვის სჯიან?"
ადევნების, თვალთვალისა და სატელეფონო თუ სოციალური ქსელით უკანონო კომუნიკაციისთვის შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეთ

სისხლის სამართლის კოდექსით ადევნება ისჯება და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალი­სწინებს. გასულ წელს კანონში ცვლილება შევიდა. გამოძიება შარშან 19 საქმეზე დაიწყო. უმეტეს შემთხვევაში ბრალი დადასტურდა, თუმცა მოსამართლეები ბრალდებულებს ციხეში გასაშვებად მაინც ვერ იმეტებდნენ და, ძირითადად, პირობით სასჯელებს უსჯიდნენ, უფრო ხშირად კი ჯარიმებს ახდევინებდნენ.

გახმაურებული იყო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საქმე. ჟურნალისტი სოციალური ქსელში წერდა, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011
წლიდან ურეკავდა, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და ფულს სთხოვდა. ტელეწამყვანმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენიმე თვის წინ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს, სწორედ ეს ახალი მუხლი წაუყენეს 48 წლის მამაკაცს და მუქარისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით მუქარის შემცველი წერილები და სხვა
სახის შეტყობინებებიც ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტს ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა. ექსპერტიზა დაინიშნა, რადგან ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვქვეშ დადგა. გაირკვა, რომ მამაკაცი შეურაცხადია და საზოგადოებისთვის საშიში. ამიტომ ის ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა მან იქიდანაც მოახერხა ჟურნალისტთან დარეკვა და დამუქრება.

ამ მუხლით დააკავეს რევაზ კიკვიძეც, თუმცა ის დღემდე ციხეში რჩება და განაჩენს ელოდება. როგორც მისი ადვოკატი გოჩა კილასონია ამბობს, რევაზი ციხეში სიყვარულის გამო აღმოჩნდა:

- რევაზ კიკვიძე გუდაუთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, არის აფხაზეთის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი. ცხოვრობს რუსთავში. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. რევაზი ქუთაისში ნათესავთან ხშირად ჩადიოდა. იქ გაიცნო გოგონა, რომელიც ძალიან შეუყვარდა და მასთან ურთიერთობის აწყობას ცდილობდა. გოგონას დაჰყვებოდა, თუმცა ამაზე ერთი ამბავი ატყდა, გოგონას ახლობლები ემუქრებოდნენ. ერთ დღეს ქუჩაში უცნობი მამაკაცი დახვდა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. რევაზი რამდენიმე თვე რეანიმაციაში იწვა. ეს ინციდენტი 2017 წლის 17 ნოემბერს მოხდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ რევაზი კლინიკიდან გამოწერეს და შინ, რუსთავში იყო, მას მერე ის ქუთაისში აღარ ჩასულა. დააკავეს ის ახალგაზრდა, რომელიც სასტიკად გაუსწორდა კიკვიძეს. თუმცა 1000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს.

- თუ დაზარალებული იყო რევაზი, მის წინააღმდეგ საქმე რატომ აღიძრა?

- როცა ძალოვანებმა ის ბიჭი დააკავეს, გოგონამ მაშინვე საჩივარი შეიტანა პოლიციაში და რევაზ კიკვიძის დასჯა მოითხოვა. ეტყობა, ამით სურდა ის დამნაშავე ბიჭი ციხისთვის აერიდებინა. ამბობდა, რომ რევაზი ურეკავდა, ხვდებოდა ქუჩაში და ავიწროებდა. ამიტომ პარალელურად საქმე აღძრეს რევაზის წინააღმდეგაც. არადა, მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემეს, იმ გოგოსკენ არც გაუხედავს. ამის მიუხედავად, განცხადების შეტანიდან 6 თვის შემდეგ რევაზი დააკავეს.
...

რეზო ამბობს, გოგო შემიყვარდა და არანაირი ბოროტი განზრახვა არ მქონიაო... სიყვარულისთვის სჯიან?


თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (6)
ანა
13 სექტემბერი 2018 18:08
6 თვის მანძილზე თუ აღარ ჩასულა ეს ადამიანი და აღარ შეუწუხებია რისთვის აკავებენ / ძალიან უსამართლობაა
???/
11 სექტემბერი 2018 11:20
ვგიჟდები ამ სისულელებს რომ წერენ, ძალიან მარტივია გამოძიებისთვის იმის დადგენა ბოლო 6 თვის მანძილზე ქონდა თუ არა რაიმე სახის შეხება გოგონასთან, ამოიღებენ ამონაწერებს და მორჩა, თუ გოგო ცილს წამებს და ცემის შემდეგ აღარ შეხმიენებია ეგეც გვერდით უნდა მოუსვა!
datos
11 სექტემბერი 2018 10:26
შენ იმ გოგს ნატესავოოო
დავითი
10 სექტემბერი 2018 19:30
ქალს თუ არ მოწონხარ, სხვა 3 მილიარდზე მეტი ქალია ამ დედამიწაზე და არ ღირს საკუთარი ღირსების დამცირება...
Status quo
10 სექტემბერი 2018 18:38
შე შეუგნებელო ბიჭო, სიყვარულისთვის კი არ გსჯიან, არამედ სხვისი თავისუფლების შეზღუდვისათვის.
dato
10 სექტემბერი 2018 14:16
როცა გოგონა იგივე გრძნობით არ გპასუხობს, კეთილ უნდა ინებო და თავი დაანებო, გამოადგება შემდეგში ჭკუის სასწავლებლად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები