ვინ არის შაკირასა და ჟერარ პიკეს სახლის ძარცვისთვის დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდი"?
ვინ არის შაკირასა და ჟერარ პიკეს სახლის ძარცვისთვის დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდი"?
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე ("გოგიტა") დააკავა. მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების, მათ შორის მომღერალ შაკირას და "ბარსელონას" ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვაში მონაწილეობა ედება, რის თაობაზეც ადგილობრივი მედია წერს.

მისი ინფორმაციით, "გოგიტა" ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს, რომლებიც სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები.

"იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, "გოგიტას" ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა.
ვენდეტები, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება - სამაგიეროს მათ "გოგიტა" ასე უხდიდა", - წერს გამოცემა

ვინ არის გოჩა მაისურაძე?

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, გოჩა მაისურაძე, მეტსახელად "გოგიტა" 54 წლისაა, თბილისშია დაბადებული, თუმცა უკვე დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

ის "კანონიერ ქურადად" ჯერ კიდევ 1996
წელს "აკურთხეს", რის მერეც არაერთ კრიმინალურ და არა მხოლოდ, სკანდალში გაეხვა.

2008 წელს "გოგიტა" დააკავეს რუსეთში, კერძოდ სევასტოპოლის მხარეში ნარკოტიკის დიდ პარტიასთან ერთად, რის შემდეგაც ნახევარი წელი გაატარა ციხეში, გათავისუფლების შემდეგ იგეგმებოდა მისი, როგორც არალეგალის, რუსეთიდან დეპორტაცია, თუმცა მაისურაძემ განაცხადა, რომ გულის პრობლემები ჰქონდა, ექიმმაც დაუსვა "კარდეოლოგიური კრიზისის" დიაგნოზი, რის შედეგადაც საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც "აორთქლდა".

უკვე 2009 წელს, მაისში სტავროპოლში დააკავეს 45 წლის ქართველი, ვინმე ნიკოლოზ გაგნიძე, რომელიც სინამდვილეში გოჩა მაისურაძე, იგივე "გოგიტა" აღმოჩნდა. მას კვლავაც ჰეროინის დიდი პარტია გადაჰქონდა. მაისურაძეს თავდაპირველად 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა შემდეგ ესეც გადაიხედა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

რუსეთში ის მიიჩნეოდა საშუალო რგოლის "კანონიერ ქურდად", რომელსაც მაინც და მაინც დიდი გავლენა არ ჰქონდა კრიმინალურ სამყაროზე.

"კანონიერი ქურდების" ომში, რომლის დროსაც ერთ მხარეს იყო "დედ ჰასანის" დაჯგუფება, მეორე მხარეს კი მერაბ ჯანგველაძისა ("სოხუმსკი") და ტარიელ ონიანის ("ტაროს") კრიმინალური ჯგუფი, "გოგიტა" ამ უკანასკნელთა მხარეს "იბრძოდა". 2013 წელს ის იღებდა მონაწილეობას დაპირისპირებაში, რომელიც თურქეთში საქმის გარჩევისას მოხდა.

იტალიელ სამართალდამცავთა თქმით, იტალიაში ყოფნისას გოჩა მაისურაძე მერაბ ჯანგველაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრი და მისი მარჯვენა ხელი იყო.

2013 წელს ევროპოლმა, იტალიის მოთხოვნით, ერთდროულად სპეცოპერაცია ჩაატარა ჩეხეთში, ლიტვაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში და დააკავა ჯანგველაძის კლანის წვერები, მათ შორის იყო გოჩა მაისურაძე, რომელიც მილანში აიყვანეს. წყარო

ამის შემდეგ მის შესახენ ინტერნეტში ინფორმაცია აღარ იძებნება, თუ არ ჩავთვლით ახლახან ესპანური მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაისურაძე ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.


მოამზადა ნიკა გულუამ

მკითხველის კომენტარი (4)
Dima
12 სექტემბერი 2018 03:13
Qartveli qartvelio rom gaizaxit, gaitvaliscinet rom evropashi ganeitralebuli “ganabebi” qartvelebad ver moixseniebian, egeni yvela rusetis an romelime sxva qveynis moqalaqeebi arian da saertashoriso samartlis scopshi mati erovnuloba carmodgenili pasportis mixedvit ganisazgvreba, anu egeni mxolod etnikurad arian qartvelebi. Dges aravis ukvirs shavksnisni an mongoloidi germanelis britanelis an frangis naxva, mat nigeriul an korejl carmodhobaze aravin aketebs aqcents mati kriminaltan shemxeblobis shemtxvevashi.
dzia
11 სექტემბერი 2018 10:14
ქურდია ტუ ბარიგა? აბა რას დარბის ნარკოტიკებიტთ დატვირთული აქეთ იქეთ
ქარიმანი
10 სექტემბერი 2018 21:27
დიახ სოსო, ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, "სამოთხესაც" აბრდღიალებს თურმე.
სოსო
10 სექტემბერი 2018 15:06
აჰა,ჩვენთან კორუფციაა,მაგრამ უცხოეთში როგორღა თავისუფლდებიან ასე სწრაფად?იქაც კორუფციაა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები