ყოფილი მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფასა და სიდედრის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყოფილი მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფასა და სიდედრის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში და ყოფილი მეუღლის დედის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებული ნ.ფ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის აპრილიდან ნ.ფ. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.გ.-ს როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ისე მასთან დაშორების შემდეგაც.

"სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, ნ.ფ.-მ შურისძიების მოტივით, ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა ყოფილი
მეუღლის დედის ს.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2018 წლის 29 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია) და 111 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (სხვისი
ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ.ფ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები