"მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო გაფორმდება და საპატიმროს დატოვებენ"
11-09-2018
"მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო გაფორმდება და საპატიმროს დატოვებენ"
"ცენტრ პოინტი" M2-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული წინაპირობების 80% შესრულებულია, დარჩენილ 20%-ს კი "ცენტრ პოინტი" უახლოეს 10 დღეში შეასრულებს.

რჩეულიშვილის თქმით, 10 დღეში M2 სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს, ამის პარალელურად კი მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და ისინი საპატიმროს დატოვებენ.

"ორ კვირაში M2 დაიწყებს სამუშაოებს რამდენიმე ობიექტზე. ამ სამუშაოების წარმოებისთვის "ცენტრ პოინტი"
M2-ს თავისუფალ აქტივს გადასცემს. მარტივად რომ ვთქვათ, "ცენტრ პოინტი" ქირაობს M2-ს სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, თუმცა თანხის ნაცვლად მისცემს თავისუფალ ობიექტებს. პირველ ასეთ აქტივს ორ კვირაში გადავცემთ. მშენებლობის წარმოების პარალელურად კი მაიასთან და რუსიკოსთან გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და ისინი საპატიმროს დატოვებენ", - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.


ქეთევანი
17 სექტემბერი 2018 00:51
ვერის უბანზე რატომ არაფერს ამბობს გუკა .რომ მოატყუეს და ნახევარი უბანი დატოვეს გაუბედურე ბული არც გზა გვაქს და აღარც მზის სხივი. როდის აპირებს დაწყებული კორპუსის დამთავრებას.რამდენი წელი შეიძლება გელოდოთ. ძველი თბილისელების მოთმინებასაც საზღვარი აქს
Dato
12 სექტემბერი 2018 22:07
ძალიან კარგი. ყველაზე მეტად ეს ოჯახი გაამწარეს, თითქოს სხვა ყველა პატიოსნად გამდიდრდა და გამილიონერდა ამ ქვეყანაში. 2008 წლის ომმა და შემდეგ გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ცენტრ პოინტი კი არა მსოფლიოს გიგანტი კომპანიები გაანადგურა და სახელმწიფოები გააბანკროტა.
jvs
12 სექტემბერი 2018 11:40
რა გინდათ ამ გარეწარი რჩეულიშვილ კერვალიშვილის ყოფილა ქვეყანა ამდენი გაუბედურებული ხალხი ქუჩაში დატოვეს უცხოეთიდან წვალებით ნაგროვები 100 100 დოლარი გუკამ ვენებში გაუშვა ხოლო ეს ვითომ ძალით მორწმუნე ფარისეველი რუსუდანი ბავშვთა სახლში 2კილო კანფეტს რო აიტანტა 5 კამერა და ჟურნალისტი მიყავდა ნაცების დროს აი ესეთ გარეწარ დებს უშვებენ გარეთ რომლებმაც ამდენი ხალხი გააუბედურა და ქუჩაში დატოვა მაგრამ არაუშავს ღმერთი მაღალია ყველაფერს ხედავს ამდენი ხალხის გამწარებას და გაუბედურებას ამ ვითომ მორწმუნე ფარისეველ დებს არ შეარჩენს

რედაქტორის რჩევით