"მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო გაფორმდება და საპატიმროს დატოვებენ"
11-09-2018
"მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო გაფორმდება და საპატიმროს დატოვებენ"
"ცენტრ პოინტი" M2-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული წინაპირობების 80% შესრულებულია, დარჩენილ 20%-ს კი "ცენტრ პოინტი" უახლოეს 10 დღეში შეასრულებს.

რჩეულიშვილის თქმით, 10 დღეში M2 სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს, ამის პარალელურად კი მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და ისინი საპატიმროს დატოვებენ.

"ორ კვირაში M2 დაიწყებს სამუშაოებს რამდენიმე ობიექტზე. ამ სამუშაოების წარმოებისთვის "ცენტრ პოინტი"
M2-ს თავისუფალ აქტივს გადასცემს. მარტივად რომ ვთქვათ, "ცენტრ პოინტი" ქირაობს M2-ს სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, თუმცა თანხის ნაცვლად მისცემს თავისუფალ ობიექტებს. პირველ ასეთ აქტივს ორ კვირაში გადავცემთ. მშენებლობის წარმოების პარალელურად კი მაიასთან და რუსიკოსთან გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და ისინი საპატიმროს დატოვებენ", - განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.



რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები