"კალატოზას" 7 ტყვია ესროლეს - სოჭში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრეს
"კალატოზას" 7 ტყვია ესროლეს - სოჭში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრეს
რუსული მედიის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, სოჭში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქარსელაძე, მეტსახელად, "კალატოზა" მძიმედ დაჭრეს.  მას ქუჩაში თავს ორი მამაკაცი დაესხა და რემდენჯერმე ესროლა. ერთ-ერთ ვერსიით, "კალატოზას" 7 ტყვია მოხვდა, მათგან 2 გულ-მკერდის არეში. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

რუსული წყაროები წერენ, რომ ქარსელაძე სოჭში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. საქართველოში მას კარგად იცნობენ, თუმცა  დიდი ხანია აქედან გახიზნულია, "კალატოზა", "ვარდების ხელისუფლებამ",
ფაქტობრივად,  ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე - 2004 წელს დააპატიმრა. მას ბრალად "ქურდული სამყაროს" წევრობა და სამარშრუტო ტაქსების ხაზების რეკეტი ედებოდა. მართალია, ამ ბრალდებით მისთვის, სულ მცირე, 10 წელი მაინც არ უნ
და გაეღოთ საკნის კარი, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს…"სანიმუშო ქცევისთვის"! სავარაუდოდ, "კალატოზამ" თავისუფლების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და მერე მასაც სხვა კრიმინალური ავტორიტეტების მსგავსად ქვეყანა დატოვებინეს.

2010 წელს ფიროსმანის ქუჩაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და გამოაცხადეს, რომ დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც "კალატოზას" მითითებებით მოქმედდება.

მისი სახელი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროსაც რამდჯერმე გაისმა, მაგალითად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებდნენ, რომ "კალატოზასთან" თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე მეგობრობდა. წყარო


მკითხველის კომენტარი (7)
???
14 სექტემბერი 2018 10:07
რით ვეღარ ამოიძირკვა ეს ჩამპალი მენტალიტეტი
მარინა
13 სექტემბერი 2018 16:33
სწორი კომენტარებია. მიხარია, რომ ასე მსჯელობთ.
daTo
12 სექტემბერი 2018 18:03
აბა აბა პატიოსნების განსახიერება იყო სულ გაჭირვებულებზე ფიქრობდა და ამიტომ ეწეოდა რეკეტს, ვაი მაგის პატრონს
მაყვალა ჯალალი -ს
12 სექტემბერი 2018 16:33
მარშუტკის საწყალ მძღოლებს რო არეკეტებდა ეგ გაზეთში არ წამიკითხავს ისედაც ვიცოდი და მერე თუ ვინმეს ეხმარებოდა მაგით კაი ტიპი ხდება? როდის უნდა მოისპოს ხალხში ეს ჩამპალი და პარაზიტი მენტალიტეტი
ამბაკო
12 სექტემბერი 2018 12:39
შუბლში უნდა დაეჭედებინა და ყველა პრობლემა გაქრებოდა.
მაყვალა ჯალალი
12 სექტემბერი 2018 11:27
ძალიან გული დამწყდა რომ ასეთი ამბავი დაემართა დათოს ანუ ,კალატოზას,ის სიკეთით სავსე ადამიანი იყო ,საქართველოში როცა ცხოვრობდა. ასე იცნობდა მას ოქროსუბანში ხალხი,ის იყო სიმართლის მთქმელი და გაჭირვებაში მყოფ ადამიანების დამხმარე......აი ასეთი ადამიანია დავით ქარსელაძე....ანუ კალატოზა
sos
12 სექტემბერი 2018 09:17
7 ტყვია ესროლა ინგამ მურტალოს და 7-ვე ააცილა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები