"კალატოზას" 7 ტყვია ესროლეს - სოჭში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრეს
11-09-2018
"კალატოზას" 7 ტყვია ესროლეს - სოჭში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრეს
რუსული მედიის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, სოჭში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქარსელაძე, მეტსახელად, "კალატოზა" მძიმედ დაჭრეს.  მას ქუჩაში თავს ორი მამაკაცი დაესხა და რემდენჯერმე ესროლა. ერთ-ერთ ვერსიით, "კალატოზას" 7 ტყვია მოხვდა, მათგან 2 გულ-მკერდის არეში. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

რუსული წყაროები წერენ, რომ ქარსელაძე სოჭში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. საქართველოში მას კარგად იცნობენ, თუმცა  დიდი ხანია აქედან გახიზნულია, "კალატოზა", "ვარდების ხელისუფლებამ",
ფაქტობრივად,  ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე - 2004 წელს დააპატიმრა. მას ბრალად "ქურდული სამყაროს" წევრობა და სამარშრუტო ტაქსების ხაზების რეკეტი ედებოდა. მართალია, ამ ბრალდებით მისთვის, სულ მცირე, 10 წელი მაინც არ უნ
და გაეღოთ საკნის კარი, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს…"სანიმუშო ქცევისთვის"! სავარაუდოდ, "კალატოზამ" თავისუფლების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და მერე მასაც სხვა კრიმინალური ავტორიტეტების მსგავსად ქვეყანა დატოვებინეს.

2010 წელს ფიროსმანის ქუჩაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და გამოაცხადეს, რომ დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც "კალატოზას" მითითებებით მოქმედდება.

მისი სახელი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროსაც რამდჯერმე გაისმა, მაგალითად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებდნენ, რომ "კალატოზასთან" თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე მეგობრობდა. წყარო

იხილეთ ასევე: "ვიდრე ასლანი ციხეში იყო, "ლავას ოღლიმ" ნახევარი ბათუმი ხელში აიღო" - ახალი კონფლიქტები "ქურდულ სამყაროში"



რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები