ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი იმსხვერპლა, მათ შორის 3 წლის ბავშვი
12-09-2018
ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი იმსხვერპლა, მათ შორის 3 წლის ბავშვი
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე ლ. ა. და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც 1992 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ლ.ა. მიმ­დი­ნა­რე წლის 11 სექ­ტემ­ბერს ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი მარ­თავ­და სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნას,
რა დრო­საც ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს - 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ნ. მ.-ს და 2015 წელს და­ბა­დე­ბულ ნ. ჯ.-ს შე­ე­ჯა­ხა, რომ­ლე­ბიც, მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 128-ე მუხ­ლით და 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში
მყო­ფის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბას და მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ambebi.ge

რედაქტორის რჩევით