გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს - კვირის პალიტრა

გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწოვანი ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.