ესპანეთში ქართველმა ქართველი დაჭრა - კვირის პალიტრა

ესპანეთში ქართველმა ქართველი დაჭრა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 33 წლის ქართველმა 44 წლის თანამემამულე მძიმედ დაჭრა. ესპანური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქეს შორის ჩხუბი გასულ ღამით, მადრიდის ერთ-ერთ სკვერში მოხდა. 33 წლის ქართველმა 44 წლის თანამემამულეს ცივი იარაღით სერიოზული ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის ჩადენის იარაღის მოშორება სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა.

გულ-მკერდის არეში დაჭრილი 44 წლის ქართველი კლინიკურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თავდამსხმელი დაკავებულია, საქმეს ესპანეთის ეროვნული პოლიცია იძიებს.

იხილეთ ასევე: "კალატოზას" 7 ტყვია ესროლეს - სოჭში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრეს

"ინტერპრესნიუსი"