"უკვე გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი დედამ თო­კი­დან ჩა­მოხ­სნა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გორში მომხდარ ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"უკვე გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი დედამ თო­კი­დან ჩა­მოხ­სნა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გორში მომხდარ ტრაგედიაზე

არსებული ინფორმაციით, გორში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი მისმა დედამ იპოვა. ქალი შვილის ცხედართან ერთად სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა იქამდე სანამ სამართალდამცველებს შეატყობინებდა შემთხვევის შესახებ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დედამ სასწრაფო დახმარება მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახა, რაც შვილი თოკიდან ჩამოხსნა და სხვა ოთახში გადაიყვანა.

"დილით ოჯახში კონფლიქტი მოხდა, დედა-შვილმა იჩხუბეს, რის შემდეგაც დედამისი სახლიდან გავიდა მოგვიანებით უკან დაბრუნდა, თუმცა შვილმა კარი არ გაუღო. დედა ისევ წავიდა და საღამოს დაბრუნდა. სახლში შევიდა, ამ დროს სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი შვილი თოკიდან ჩამოხსნა, გარდაცვლილს ზონარი მოხსნა და სხვა ოთახში გადაიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა“ - განუცხადა AMBEBI.GE-ს წყარომ. გაგრძელება

ფოტო: dianews.ge

იხილეთ ასევე: "მუცელი და მკლავები დასერილი ჰქონდა, შრამები რამდენიმე თვის წინ შევნიშნეთ" - რას ჰყვებიან მეგობრები გორში გარდაცვლილ 14 წლის გოგონაზე?