"მუცელი და მკლავები დასერილი ჰქონდა, შრამები რამდენიმე თვის წინ შევნიშნეთ" - რას ჰყვებიან მეგობრები გორში გარდაცვლილ 14 წლის გოგონაზე? - კვირის პალიტრა

"მუცელი და მკლავები დასერილი ჰქონდა, შრამები რამდენიმე თვის წინ შევნიშნეთ" - რას ჰყვებიან მეგობრები გორში გარდაცვლილ 14 წლის გოგონაზე?

12 სექტემბერს ტრაგედია დატრიალდა გორში, სადაც საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი დედამ იპოვა და სასწრაფო დახმარება მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახა, რაც შვილი თოკიდან ჩამოხსნა და სხვა ოთახში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი მოზარდის მეგობრები ყვებიან, რომ ის მხიარული, თუმცა ნერვიული ადამიანი იყო. "არ მგონია, რომ თავი მოეკლა, არ იყო ასეთი ბავშვი", - ამბობს მისი მეგობარი, თუმცა ამბობს იმასაც, რომ გოგონას სხეულზე თვითდაზიანების ნიშნები ჰქონდა.

"მუცელი და მკლავები ჰქონდა დასერილი, რომ ვკითხეთ რატომ დაისერე, თუ დახმარება გჭირდება, მხარში დაგიდგებითო, - გვიპასუხა - არაფერია, ფსიქოლოგთანაც რომ ვიყავი, მითხრა, რომ ყველა თინეიჯერი აკეთებს ამასო... შრამები ვიდრე ეს მოხდებოდა, რამდენმე თვით ადრე შევნიშნეთ. ადრე, ბავშვობაში მე-2 სართულიდან გადმოვარდა, სარეცხის თოკებს გადაჰყვა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ მიუღია", - ამბობს გოგონას მეგობარი. მისივე თქმით, ბავშვის მშობლები გაცილებულები იყვნენ, თუმცა შერიგებას აპირებდნენ, რაც ქალიშვილს არ მოსწონდა, რადგან ამბობდა, რომ მამა ზედმეტად მკაცრი იყო. ის ოჯახში ერთადერთი შვილი იყო.

მისი მეზობლის თქმით, კი გარდაცვლილი გოგო საკამოდ რთული ხასიათის მოზარდი იყო.

იხილეთ ასევე: "უკვე გარდაცვლილი შვილი დედამ თოკიდან ჩამოხსნა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გორში მომხდარ ტრაგედიაზე

იხილეთ ვიდეო