"ის ბევრს მოსწონდა, თავადაც მოსწონდა ერთი ბიჭი, მაგრამ, არა მგონია, ეს მის გამო გაეკეთებინა" - რა გახდა 14 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"ის ბევრს მოსწონდა, თავადაც მოსწონდა ერთი ბიჭი, მაგრამ, არა მგონია, ეს მის გამო გაეკეთებინა" - რა გახდა 14 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი?

რამდენიმე დღის წინ, გორში საზარელი ტრაგედია დატრიალდა -  14 წლის სკოლის მოსწავლე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამსახურიდან დაბრუნებულმა მარიამის დედამ შვილს კარზე დიდხანს უკაკუნა, როცა გოგონამ კარი არ გაუღო, ქალმა დახმარება მეზობელს სთხოვა, შინ შესულს კი შვილი ფარდის საკიდზე ფეხსაცმლის თასმით ჩამომხრჩვალი დახვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 208-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, სამართალდამცავთა განცხადებით, საქმის გადაკვალიფიცირებაც არ არის გამორიცხული.

გოგონას ახლობლები და მეგობრები მომხდარით შოკირებულები არიან. ჩვენ მათ შორის ერთ-ერთს დავუკავშირდით, ის გარდაცვლილი მოზარდის ხნისაა, შესაბამისად, ვინაობას არ ვასახელებთ. მისი თქმით, გოგონა პოზიტიური და თბილი ადამიანი იყო და ინფორმაცია, რომ თითქოს მოზარდი ინტერნეტით გავრცელებულ თამაშს -   "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, შეუძლებელია სიმართლე იყოს, რადგან თუ ასე იყო, ამ ამბავს მეგობარს გაუმხელდა:

- ის ძალიან თბილი და პოზიტიური ბავშვი იყო, ხშირად ისე გვამხიარულებდა, გიჟუასაც კი ვეძახდით. საოცრად მოსიყვარულე იყო... თუმცა ხასიათი ზოგჯერ სწრაფად ეცვლებოდა, ადვილად სწყინდა რაღაცეები... არავის სჯერა, რომ ეს თვითონ გააკეთა. რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? ის ხომ ძალიან პატარა იყო სიკვდილისთვის?

- გავრცელებული ინფორმაციით, მის"ლურჯ ვეშაპთან" ურთიერთობას სწორედ ის ადასტურებს, რომ მას მუცელი დასერილი ჰქონდა. ამასთანავე, გოგონა გულჩათხრობილიც იყო და სახლიდან ღამითაც ხშირად გამოდიოდა, რისთვისაც დედასთან გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდა. - ვერ ვხვდები, აქ უცნაური რა არის, სახლიდან ღამით ყველა ბავშვი გამოდის და დედაც ყველა ბავშვს ეჩხუბებება, ეგ დანაშაულია? ცუდს არაფერს აკეთებდა და არც სხვას გაუკეთებდა. წინა დღეს ვნახე, ეზოში ბევრი ვილაპარაკეთ, არანაირი ნიშანი უხასიათობის ან პრობლემების არ შემიტყვია. მაგ თამაშში რომ ყოფლიყო ჩართული, დარწმუნებული ვარ, მეტყოდა. რაც შეეხება შრამებს მუცელზე, ეგ ამ ამბამდე კარგა ხნით ადრე მოხდა და ვფიქრობ, რომ სულ სხვა მიზეზით...

- იქნებ ეს შეყვარებულის გამო გააკეთა, ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს ის უპასუხო სიყვარულს ძალიან განიცდიდა და შესაძლოა ამიტომ გადადგა ეს საბედისწერო ნაბიჯი. - ასეთი რაღაცები ნამდვილად ხდება. ისე, საკმაოდ პოპულარული გოგო იყო, ბევრს მოსწონდა, თავადაც მოსწონდა ერთი ბიჭი, ლაპარაკობენ, რომ თითქოს იმ ბიჭმა უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე, არ ვიცი, ჩემთვის ასეთი რამ არ უთქვამს. არა მგონია, მის გამო მოეკლა თავი.

- ანუ უპასუხო სიყვარულის გამო შეიძლება რომ ვინმემ ჯერ სხეული დაიზიანოს, მერე კი თავიც მოიკლას?!

- ვფიქრობ, ეს არ არის გამორიცხული. თუ ძალიან გიყვარს და მიგატოვა, მაგის გაძლება ძნელია, მით უფრო, თუ ემოციური ადამიანი ხარ, თუმცა ამ შემთხვევაში რა როგორ იყო, ეგ არავინ იცის.

იხილეთ ასევე: "მუცელი და მკლავები დასერილი ჰქონდა, შრამები რამდენიმე თვის წინ შევნიშნეთ" - რას ჰყვებიან მეგობრები გორში გარდაცვლილ 14 წლის გოგონაზე?

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო