ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა - კვირის პალიტრა

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. გოგიას ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერზე 17 სექტემბერს ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მერსა და ვიცე მერს ფული გადაუხადა.

გუშინ უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა უკვე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა.