ოზურგეთში ორი ახალგაზრდა დაჭრეს - კვირის პალიტრა

ოზურგეთში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 16 და 20 წლის ბიჭები დაჭრეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთში კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ახალგაზრდებს ჭრილობები გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მათივე განცხადებით, ახალგაზრდებს ოპერაცია უტარდებათ.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.