ვინ არის სუს-ის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი ? - კვირის პალიტრა

ვინ არის სუს-ის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსი და „ტყის ძმების“ მეთაურისდაცვის ყოფილი უფროსია. ამ წუთებში ზუგდიდში, სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე დაკავებულის მეუღლე ხათუნა ფიფია შევიდა. შენობაში შესვლამდე, ჟურნალისტების კითხვაზე - არის თუ არა მისი მეუღლე დაკავებული, მან უპასუხა, რომ არაფერი არ იცის. " არაფერი ვიცი. დამიბარეს დღეს და მოვედი", - აღნიშნა ფიფიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. "მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული დაკავება უკავშრდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას

"ინტერპრესნიუსი"