სუს-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის დაკითხვა დასრულდა - კვირის პალიტრა

სუს-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის დაკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას დაკითხვა დასრულდა. შონია საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"კითხვები რაც იყო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. თუ საჭირო გახდება, კიდევ დამიბარებენ", - განაცხადა შონიამ სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ.

შონია იმავე საქმეზე იკითხებოდა, რაზეც ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე დაიკითხნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"