"რაც ხდება აბსოლუტური ბოდვაა, ეს ვიღაცის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია, ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ" - კვირის პალიტრა

"რაც ხდება აბსოლუტური ბოდვაა, ეს ვიღაცის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია, ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ"

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თბილისის პროკურატურის შენობა დატოვება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიაში გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია.

ყიფიანის თქმით, მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერები ავთენტური, ყიფიანი აცხადებს, რომ ამას შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

"ყველანაირად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ის, რაც ხდება, აბსოლუტური ბოდვაა, ეს ვიღაცის პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია და ამაში მონაწილეობას ვერანაირად ვერ მივიღებ. მსგავსი არაფერი ყოფილა. ყველაფერი არის გამოგონილი და ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ავთენტურობასაც და ყველაფერს გაარკვევს ექსპერტიზა და გამოძიება. ამ ორგანიზაციის თანამშრომელი ვიყავი 3 წელი და შეიძლება იგივენაირად "იბერიას" რომელიმე ჟურნალისტი გახდეს მსხვერპლი", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

"ინტერპრესნიუსი"