"გიორგი გიორგანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ეს საქმე იმისთვის "შეიკერა", რომ "ჩადების" საქმე გადაიფაროს" - კვირის პალიტრა

"გიორგი გიორგანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ეს საქმე იმისთვის "შეიკერა", რომ "ჩადების" საქმე გადაიფაროს"

საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვას და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანას.

"ბრალდების მხარე დღეს დაკითხავს მოწმეს, რომელიც უშუალოდ გადაადგილდებოდა რეანომობილით საიდანაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული", - განაცხადა სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ.

დაცვის მხარის განცხადებით კი, ბრალდებული გიორგანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს რომ არსებული სისხლის სამართლის საქმე იმ საქმის გადასაფარად "შეიკერა" სადაც გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

"გრძელდება ე.წ. რეანომობილიდან ამოღებული ნარკოტიკების საქმეზე არსებითი განხილვა. აღნიშნული საქმე "შეიკერა" იმისთვის რათა გადაიფაროს "ჩადების" საქმე. გიორგი გიორგანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს" , - განაცხადა გიორგანაშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"