20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო - რას ამბობს ექსპერტი - კვირის პალიტრა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო - რას ამბობს ექსპერტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტი, ვახტანგ ჟორჟოლიანი გამოკითხეს. როგორც მან განაცხადა, ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

"ლადო გრიგალაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის და დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული არ იყო", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დღევანდელ პროცესზე სულ 3 მოწმე გამოიკითხა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

იხილეთ ასევე: "ჩემს გოგონას ქვა ჩაარტყა, დანით დაჩეხა, ციხიდან არასდროს უნდა გამოვიდეს..."

"ინტერპრესნიუსი"