რუსეთში ქართველი ბიზნესმენი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს - რა კავშირშია მომხდართან შაქრო კალაშოვი? - კვირის პალიტრა

რუსეთში ქართველი ბიზნესმენი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს - რა კავშირშია მომხდართან შაქრო კალაშოვი?

სანკტ-პეტერბურგში, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი ბადრი შენგელია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ცენტრალურ ტრასაზე მანქანით მიმავალ 53 წლის შენგელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ტყვია ესროლეს, რის შედეგადაც, მისი კუთვნილი შავი Mercedes C500-ის მარკის ავტომანქანა თხრილში გადავარდა. არსებული ცნობით, მას ერთი ტყვია თავშიც მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

რუსული მედია წერს, რომ პირველადი ინფორმაციით, შენგელიას დიდი სიჩქარით ჩაუარა თეთრმა მერსედესმა, ფინური სანომრე ნიშნებით, საიდანაც მას ესროლეს. შენგელია ორი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე იყო, ის კერძო საკუთრების უკანონოდ მისაკუთრებაში მონაწილეობდა და საკუთარი ნახატების გამოფენებს აწყობდა.

რუსული მედიის ცნობით, - ბიზნესმენის მკვლელობა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ მაქსიმენკოს სისხლის სამართლის საქმესთან, სადაც ბადრი შენგელია ბრალდების მოწმე იყო.

მიმდინარე წლის აპრილში მიხეილ მაქსიმენკოს 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ფული მან ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვი) ბრალის შემსუბუქებისთვის აიღო.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია, პეტერბურგში ცნობილი 1990-იან წლებში გახდა, როდესაც მაშინდელი რეიდების მთავარი ფიგურა იყო და ქრთამისა და ნაცნობობის დამსახურებით, ციხესაც არაერთხელ გადაურჩა.

შენგელია საქართველოში დაიბადა. რუსეთში საცხოვრებლად 1996 წელს გადავიდა და ადგილობრივი სამართალდამცველების ყურადღება მაშინვე მიიპყრო - ის ციმბირელი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, ვლადიმირ კოლესნიკოვის, მეტსახელად “კოლესოს” წრესთან დაახლოებულ პირად და კონკრეტულად მის დამხმარედ ითვლებოდა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ვიდრე ასლანი ციხეში იყო, "ლავას ოღლიმ" ნახევარი ბათუმი ხელში აიღო" - ახალი კონფლიქტები "ქურდულ სამყაროში"